სამაგრი სისტემები, შექმნილი თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით

„fischer“-ის სამაგრი სისტემების წარმოება წარმოადგენს fischer ჯგუფის საქმიანობის ძირითად მიმართულებას. კომპანია დაარსდა 1948 წელს გერმანიაში, ქალაქ ვალდახტალში, და შექმნა ახალი სტანდარტები მთელი ამ ინდუსტრიისთვის, ისევე როგორც მისმა დამფუძნებელმა არტურ ფიშერმა, სამუდამოდ შეიტანა თავისი სახელი ისტორიის ფურცლებზე.

14 000-ზე მეტი სხვადასხვა სამაგრი ელემენტის ქონის წყალობით, ჩვენ შეგვიძლია შემოგთავაზოთ სამაგრი ტექნოლოგიების მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ნებისმიერი სიტუაციისთვის არის შესაფერისი. ჩვენი სამაგრი ელემენტები დაფასებულია და ნდობას იმსახურებს ინჟინრებისა და კონტრაქტორების მიერ მთელ მსოფლიოში.

„fischer“-ის სამაგრი სისტემები ნიშნავს ასევე პროფესიონალურ კონსულტაციას და სანდო მხარდაჭერას ყოველდღიურად. ჩვენი პროფესიონალი თანამშრომლები — ინჟინრები, გაყიდვების და ლოგისტიკის მენეჯერები და მომხმარებელთა მომსახურების სპეციალისტები — სიამოვნებით გაგიზიარებენ ინფორმაციას, დაგეხმარებიან პრობლემების გადაჭრაში და უზრუნველყოფენ პროფესიონალურ და უსაფრთხო თანამშრომლობას.

 

Raskite platintoją

FIXING SOLUTION LLC

Address : 0154 Tbilisi, R.Agladze 9
Postal code : 0154
Telephone : (+995322) 403540
Web : www.fixings.ge

Kontaktai / kontaktiniai asmenys

Nataliia GrokholskaCustomer Service Specialist
cd-green-b98f868b8-bmbtz